დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ჯერ ცოცხალი პატრიარქი უკვე დაგვისაფლავა და მისი შემცვლელის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: პრორუსი არ მინდაო - ან პროევროპელი, ან (ჯანდაბას) პროქართველი იყოსო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 29 თებერვალი 2024, 17:53
ნაცების მესამე პრეზიდენტმა უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. მან ჯერ ცოცხალი პატრიარქი უკვე დაგვისაფლავა და მისი შემცვლელის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: პრორუსი არ მინდაო - ან პროევროპელი, ან (ჯანდაბას) პროქართველი იყოსო," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ [პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კატეგორიულად გმობს. 

ქართველიშვილის თქმით, პრეზიდენტს რეალურად ემუქრება „ისტორიული სასახლიდან გათრევა". 

„ამ უსამშობლო, ურწმუნო არსებამ, ნაცების მესამე პრეზიდენტმა უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. მან ჯერ ცოცხალი პატრიარქი უკვე დაგვისაფლავა და მისი შემცვლელის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: პრორუსი არ მინდაო - ან პროევროპელი, ან (ჯანდაბას) პროქართველი იყოსო. რა "ეკლესიის ძველი მეთოდები" შეინარჩუნა? ან რა ენაზე გველაპარაკება ეს ქართველთმოძულე ანტიმართლმადიდებელი? რა "მეთოდებს" უწუნებს 2-ათასიანი ისტორიის მქონე ჩვენს ეკლესიას ეს ყველანაირ ზღვარს გადასული "ნეიტრალური გენდერი"? რა "ნიუანსების ცვლილებისკენ" არის მიდრეკილი ჩვენი სარწმუნოების ბურჯი? მთვრალია თუ შეპყრობილი? ამას ვინმე გააჩერებს? რა "პროდასავლური რიტორიკა"? სად? საკურთხეველში თუ ამბიონიდან? ამას მართლა გამოათრევენ ჩვენი ისტორიული სასახლიდან. "კომპლექსურად" გამოათრევენ, "ნიუანსების ცვლილებების" გათვალისწინებით, კარგი "ძველქართული მეთოდებით" - "პროდასავლური რიტორიკის" თანხლებით. ამის...ინტერვიუს ამ ნაწყვეტს სრულად გაეცანით და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ! „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები. ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეკლესია, ამ შემთხვევაშიც, პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და რადგან მე ვარ ოპტიმისტი და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი