თამარ ჩიბურდანიძე: „ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ამომრჩევლის 70%-თან კი უკვე შეკრა ხანგრძლივი ალიანსი ხელისუფლებამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 28 თებერვალი 2024, 16:50

ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ზუსტად ამდენი პროცენტი უჭერს მხარს საქართველოში ლგბტქ+ პროპაგანდას. მხოლოდ ამდენ პროცენტს სჯერა საქართველოში, რომ „ლელო“ სხვაა და ნაცმოძრაობა სხვა, - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე შეუძლია სახლში წავიდეს, რადგან მათი მარცხი გარდაუვალია. „ამას რომ ხვდებიან, იმიტომ აკეთებენ არითმეტიკაში დაკარგულ სასაცილო განცხადებებს,“ - აღნიშნა მან.

„სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ „ლელო“ აპირებს ამომრჩევლების 70%-თან შეკრან ალიანსი, ანუ ამდენი ხმა აიღონ, სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. სამადაშვილისეული მათემატიკა - არითმეტიკასაც კი სცდება და მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის მარტივი დათვლების სტანდარტებს შეესაბამება.

„ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ზუსტად ამდენი პროცენტი უჭერს მხარს საქართველოში ლგბტქ+ პროპაგანდას; მხოლოდ ამდენი პროცენტს სჯერა საქართველოში, რომ „ლელო“ სხვაა და ნაცმოძრაობა სხვა; სწორედ ამდენ პროცენტს სურს საარჩევნოდ ხმა მისცეს ევროპაში ხელმოცარულ სამადაშვილს, გებელსივით მოსაუბრე ნაცვლიშვილს, საქართველოს ეროვნული იდეების წინააღმდეგ მებრძოლ რესპუბლიკელებს და უსაზღვროდ ნეგატიური იმიჯის მქონე მათ ლიდერებს.
სწორია, ზუსტად გამოთვალეს. იმდენად ზუსტად, რომ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის გარეშეც ქუდი დაიხურონ და სახლში წავიდნენ. თუმცა, ისედაც სახლში არიან უკვე. ამას რომ ხვდებიან, იმიტომ აკეთებენ არითმეტიკაში დაკარგულ სასაცილო განცხადებებს. რაც შეეხება ამომრჩევლის 70%, მათთან უკვე შეკრა ალიანსი ხელისუფლებამ ხანგრძლივი დროით,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი