ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს ელჩის გამოსვლაზე: ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ სახელმწიფო ზომისა თუ პოლიტიკური წონის მიუხედავად, საქართველოსთან მენტორული ტონით საუბარი არ გამოვა და პარტნიორობა ორმხრივი ვალდებულებაა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 28 თებერვალი 2024, 16:23
„ამერიკის ელჩის ეს პასუხები, რომელიც თავის მართლების ხასიათსაც ატარებდა, ძალიან კარგი ფაქტია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში და ამით ეხმიანება პარლამენტში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის გამოსვლას. როგორც ქადაგიძე წერს, მესიჯები, რომლებიც ელჩის მხრიდან გაჟღერდა „ხალხის ძალის“ პოლიტიკური აქტიურობის გამოძახილია.
„ხალხის ძალის” ეფექტი! დღეს ამერიკის ელჩი საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა: - ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია ვიყო მეუღლე და ორი შვილის დედა… (ფაქტობრივად ბლინკენის “ლგბტ-ნარატივი” უგულებელყო)
- ივნისში მე ქართული კომპანიების დელეგაციებს ვუხელმძღვანელებ, რათა მონაწილეობა მივიღოთ “SelectUSA-ში”, რომელიც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა… - მე „შუა დერეფანში” საქართველოს როლს მხარს დავუჭერ… ამერიკის ელჩის ეს პასუხები, რომელიც თავის მართლების ხასიათსაც ატარებდა, ძალიან კარგი ფაქტია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს.
ახლა, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხია ქართული საზოგადოებისათვის მეტად აქტუალური. იმედი მაქვს, ამაზე სერიოზულად დაიწყებენ ვაშინგტონში მუშაობას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ სახელმწიფო ზომისა თუ პოლიტიკური წონის მიუხედავად, საქართველოსთან მენტორული ტონით საუბარი არ გამოვა და პარტნიორობა ორმხრივი ვალდებულებაა!" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი