ნინო ფოჩხუა ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? - გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 28 თებერვალი 2024, 10:02

დღეს კიდევ ერთი პროტესტი აგორდა, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა არ შეუშვეს. სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა, ვინ არის ის ჯგუფი და საიდან ფინანსდება, ვინც ორგანიზებას უწევს ამ პროტესტს, გასარკვევია, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას აზრით, პროექტის გაჩერების მოთხოვნა პირდაპირი საბოტაჟია ინვესტიციების განხორციელების, კურორტების აღორძინების, ადგილობრივების დასაქმების და ა.შ. მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის.

„დღეს კიდევ ერთი პროტესტი აგორდა, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა არ შეუშვეს. სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა, ვინ არის ის ჯგუფი და საიდან ფინანსდება, ვინც ორგანიზებას უწევს ამ პროტესტს, გასარკვევია. მე მესმის შეიძლება იქ რაღაც თემებზე იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ პროექტის გაჩერება მოითხოვო, არაფერში ჯდება. ეს ხომ პირდაპირი საბოტაჟია ინვესტიციების განხორციელების, კურორტების აღორძინების, ადგილობრივების დასაქმების და ა.შ. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, გავიხსენოთ ვარლამ გოლეთიანი. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილეს სიტუაციის ესკალაცია და დატოვეს ტერიტორია, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ქვეყნის განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი