209
26 თებერვალი 2024, 12:40
სახელმწიფოთაშორის პარტნიორული ურთიერთობების მაგალითად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიო კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსჯელობენ საქართველო-აშშ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, ვიზების გამარტივებასა და სტრატეგიული პარტნიორობით ნაგულისხმევ სიკეთეებზე, რეალური პარტნიორობა გამოიხატება ასე - ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა.
სტრატეგიული პარტნიორობა, წინაპირობებისა და ურთიერთობებში ჩადებული „ნაღმების” გარეშე ურთიერთობას ნიშნავს.
თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისაგან. დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა!
P.S. წარსულს უნდა ჩაბარდეს, საქართველოს მიმართ ის „ბატონ-ყმური” ურთიერთობა, რომელსაც ზოგიერთი „უფროსი ძმა” მიეჩვია. ევროკავშირი დროულად მიხვდა და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ჰოდა ახლა, სხვებიც უნდა გადავაჩვიოთ!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |