არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა - ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა მიზნისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 25 თებერვალი 2024, 12:49

წინაპრების არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღე, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს ოკუპაციის იმ შედეგებს, რომელმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება და დააშორა იგი ევროპულ არჩევანს. მეორე მხრივ კი, მიგვითითებს იმ უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო და რამაც აქამდე მოგვიყვანა - ესაა სამშობლოს, მოყვასისა და თავისუფლების სიყვარული.

ამ სიყვარულით იბრძოლეს ჩვენმა ჯერ კიდევ ნორჩმა წინაპრებმა და თავი შესწირეს იმ უმთავრესს, რისიც სწამდათ. სწორედ მათმა მაგალითმა, მათმა დანატოვარმა და არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.

ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა იმ მიზნისკენ, რომელსაც გამთლიანებული, განვითარებული და ძლიერი საქართველო ჰქვია”, - წერს კალაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი