თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის ვიზიტმა ბრიუსელში ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია გაანადგურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 21 თებერვალი 2024, 15:26

დასავლეთმა ვერ უგულებელყო საქართველოს გონიერი ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და დღეს ამის აღიარებებს ვისმენთ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აფასებს. როგორც ის აცხადებს, კობახიძის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში ოპოზიციისთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ევროპის დედაქალაქიდან ქვეყნის ხელისუფლების მისამართით პოზიტიური განცხადებები გაკეთდა.

„პრემიერ ირაკლი კობახიძის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში მოულოდნელი არ იყო ჩვენთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპელი ლიდერების ასეთი პოზიტიური განცხადებები. ძნელი მოსასმენი იქნებოდა მათთვის ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის გზავნილები, რომელიც ხელისუფლების ძლიერ ევროპულ პოლიტიკაზე მიუთითებს. ბუნებრივია, პრემიერის წარმატებული ვიზიტის შემდეგ, ძნელია მათთვის წინასაარჩევნო კამპანიის აგება ხელისუფლების ვითომდა ანტიევროპულ პოლიტიკაზე.

ირაკლი კობახიძის ვიზიტმა ბრიუსელში ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია გაანადგურა. სათქმელი რომ აღარ აქვს ოპოზიციას, ახლა ვადებზე ალაპარაკდნენ, თურმე 2030 წელი შორს ყოფილა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ კიდევ ერთ დეზინფორმაციულ განცხადებას კვლავ ევროპელი ლიდერები უპასუხებენ, როგორც უკვე თქვეს ერთხელ, რომ სტატუსიდან გაწევრიანებამდე 6 წელი ძალიან მცირე დროა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ეს შეუძლია და შეძლებს კიდეც.

არ ვიცი, ვის და რის იმედზეა დარჩენილი ქართული ოპოზიცია საარჩევნოდ? მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის და მათი უცხოელი ლობისტების, რომლებიც იმ ევროპაშიც უმცირესობაში არიან? ფაქტია, ყოველი დღე, შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში, მათთვის გამანადგურებელია. დასავლეთმა ვერ უგულებელყო საქართველოს გონიერი ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და დღეს ამის აღიარებებს ვისმენთ,” - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი