ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ჩვენ კოსმოსში ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 20 თებერვალი 2024, 21:36
რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომლის განთავსებასაც კოსმოსში გეგმავს.

„ეს კითხვა ეხება დასავლეთში, მათ შორის, აშშ-ში კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით ბოლო დროს დაწყებულ ხმაურს. ჩვენი პოზიცია მკაფიო და გამჭვირვალეა, ჩვენ ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით და ახლაც წინააღმდეგი ვართ კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი კოსმოსში აკეთებს მხოლოდ იმას, რასაც აკეთებენ სხვა ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთხებული შტატები.

„კოსმოსში ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ. რა თქმა უნდა, მათ იციან ამის შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.

ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლად. „ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, ეს გულისხმობდა რუსეთის ძალისხმევას კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რომელსაც შეეძლო იმ თანამგზავრების განადგურება, რომლებიც გადამწყვეტია აშშ-ის სამოქალაქო კომუნიკაციებისთვის, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციებისა და დაზვერვის მასალების შეგროვებისთვის.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი