ლევან ნიკოლეიშვილი: ის, რომ ირაკლი კობახიძემ პირველ უცხოურ ვიზიტად ბრიუსელი აირჩია, მარტივად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულ მიზანს ევროპული ინტეგრაციისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 20 თებერვალი 2024, 21:31

ის ფაქტი, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის პირველ უცხოურ ვიზიტად ბრიუსელი აირჩია, მარტივად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულ მიზანს ევროპული ინტეგრაციისკენ. რასაც ასევე აძლიერებს, ის განცხადებები რომელიც ბატონმა კობახიძემ გაახმოვანა, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ქვეყნის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და კონფრონტაციაზე.

ის ფატი, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის პირველ უცხოურ ვიზიტად ბრიუსელი აირჩია, მარტივად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულ მიზანს ევროპული ინტეგრაციისკენ. რასაც ასევე აძლიერებს, ის განცხადებები რომელიც ბატონმა კობახიძემ გაახმოვანა-„საქართველომ დაადასტურა მტკიცე ნება, რომ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება,“ ეს გახლავთ პირობაც და კიდევ ერთი მზადყოფნაც ვალდებულებების შესრულებისა. ხოლო რაც შეეხება გეგმებს და მისი მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას ინებეთ ესეც ითქვა: „ამბიციური გეგმები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით - იმედი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება“.

არანაკლებ მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ შინაური თუ გარე მავნებელ-რადიკალების გასაგონად, რომლებიც პერიოდულად სანქციების თემას წამოწევენ, იქნებ რამენაირად მოახერხონ და საქართველო რუსეთთან რაღაცნაირ კონფრონტაციაში ჩაითრიონ- დიახ, „ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, ამისთვის ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით.“ ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მცდელობა იყოს, საქართველოს ვერ აიძულებენ პრაგმატული პოლიტიკისგან გადახვევისკენ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ხედვები და ვიცით რასაც და რატომაც ვაკეთებთ, ჩვენთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი