ზურაბ ქადაგიძე: სანამ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 20 თებერვალი 2024, 20:22

სანამ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ფარსში, სადაც საქართველოს სუვერენიტეტზე ქილიკსა და ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფას „ხბოს აღტყინებით“ ისმენდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მრავალმხრივ შეხვედრებზე ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ორივე ფეხზე მყარად მდგომ პოზიციასა და ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სანამ ზურაბიშვილი, კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ფარსში, სადაც საქართველოს სუვერენიტეტზე ქილიკსა და ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფას “ხბოს აღტყინებით” ისმენდა მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე მინიმუმ, მკაცრი პასუხი თუ არა, ვალდებულება მაინც ჰქონდა ზრდილობის ფარგლებში, ფორმალური პასუხი გაეცა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის აბუჩად აგდებისათვის…

დღეს კი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მრავალმხრივ შეხვედრებზე ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ორივე ფეხზე მყარად მდგომ პოზიციასა და ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს, ოღონდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით!

რა კარდინალური სხვაობაა პარაზიტი „აგენტოკრატების“ მოღვაწეობასა და საზოგადო ინტერესების მსახურ ხელისუფლებას შორის კი ვხედავთ და ზუსტად ამ მასშტაბის სხვაობა გამოიხატება, მმართველ ძალასა და პარაზიტ პოლიტიკოსებს შორის, 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხის მხარდაჭერით!”- წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი