ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძეს: სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი ლმობიერად შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ წყნარად აგრძელებენ - ამას ეუბნები ხალხს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 17 თებერვალი 2024, 13:02

ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობები კი არ უნდა გავწყვიტოთ, მხოლოდ სანქციები უნდა დავუწესოთო. ე.ი. შენ სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი ლმობიერად შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ აგრძელებენ - ამას ეუბნები ხალხს? მაგრად ცდილობს თემიდან გამოძრომას, მაგრამ ვერ ძვრება, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, პენსიებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ 1000-ლარიანი პენსია ვის არ მოეწონება, მაგრამ თუ ამას ხაზარაძე და მისი „ლელო“ გპირდება, ცხადია მინიმუმ უნდა დაფიქრდე რას გატყუებს.

„1000-ლარიანი პენსია ვის არ მოეწონება, მაგრამ თუ ამას ხაზარაძე და მისი „ლელო“ გპირდება, ცხადია, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, რას გატყუებს - პირველი, რომ ყოველგვარი საბიუჯეტო გათვლის გარეშე აბრეხვებენ ამ პოლიტიკურ-პოპულისტურ ბლეფს! მერე, თურმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას, რაც ნიშნავს ჩვენი ეკონომიკა 10%-ით შემცირებასა და საქართველოს კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

ახლა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობები კი არ უნდა გავწყვიტოთ, მხოლოდ სანქციები უნდა დავუწესოთო. ე.ი. შენ სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი ლმობიერად შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ წყნარად აგრძელებენ - ამას ეუბნები ხალხს? მაგრად ცდილობს თემიდან გამოძრომას, მაგრამ ვერ ძვრება, საკუთარ პოპულისტურ განცხადებებში იხლართება, რაც პრინციპში მთლიანად „ლელოსა“ და ხანდაზმული თაღლითების რეალური სახისა და გეგმების დანახვაში ეხმარება საზოგადოებას“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი