ვლადიმერ ბოჟაძე - ნავალნი სრულიად უდანაშაულო იყო, სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, ნავალნი სასჯელს უმძიმეს პირობებში იხდიდა და არა ,,ვივამედში", სამარტოო საკანში იჯდა და არა 2 ოთახიან პალატაში დედასთან ერთად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 17 თებერვალი 2024, 12:50
მიხეილ სააკაშვილი ალექსეი ნავალნის ადარებს თავს, თუმცა მმართველობის სტილით ვლადიმერ პუტინს უფრო გავს: ციხეებში არსებული მდგომარეობით (სადაც ნავალნი გარდაიცვალა) 2012 წლამდე საქართველოში უფრო მძიმე ვითარება იყო, ვიდრე რუსეთში, ოპოზიციას არანაკლებ უსწორდებოდა ვიდრე პუტინი, არბევდა მიტინგებს და მანიფესტაციებს, დევნიდა მედიას, განსხვავებულ აზრს და სამოქალაქო სექტორს, არეკეტებდა ბიზნესს და ართმევდა ქონებას, პოლიტიკურ იარაღად იყენებდა შსს-ს, პროკურატურას და სასამართლოს - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, ნავალნის არასდროს უღალატია თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, სააკაშვილს კი არაერთხელ და ხალხმა გადაწყვიტოს, პუტინს უფრო ჰგავს სააკაშვილი თუ ნავალნის.
„მიხეილ სააკაშვილი ალექსეი ნავალნის ადარებს თავს, თუმცა მმართველობის სტილით ვლადიმერ პუტინს უფრო გავს: ციხეებში არსებული მდგომარეობით(სადაც ნავალნი გარდაიცვალა) 2012 წლამდე საქართველოში უფრო მძიმე ვითარება იყო, ვიდრე რუსეთში, ოპოზიციას არანაკლებ უსწორდებოდა ვიდრე პუტინი, არბევდა მიტინგებს და მანიფესტაციებს, დევნიდა მედიას, განსხვავებულ აზრს და სამოქალაქო სექტორს, არეკეტებდა ბიზნესს და ართმევდა ქონებას, პოლიტიკურ იარაღად იყენებდა შსს-ს, პროკურატურას და სასამართლოს. ალექსეი ნავალნის მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით უარი არ უთქვამს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, გერმანიაში მკურნალობის მერე, მიუხედავად იმისა რომ გარანტირებულად იცოდა დაიჭერდნენ, პირდაპირი რეისით ჩაფრინდა მოსკოვში, სააკაშვილი კი არაჟნის კონტეინერით შემოიპარა სამშობლოში, ნავალნიმ ღირსეულად მიიღო სასჯელი და სააკაშვილივით არ ღნაოდა სასამართლოებზე, ნავალნი სრულიად უდანაშაულო იყო, ხოლო სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, ნავალნი სასჯელს უმძიმეს პირობებში იხდიდა და არა ,,ვივამედში", სამარტოო საკანში იჯდა და არა 2 ოთახიან პალატაში დედასთან ერთად, ნავალნი მოწამლეს და მოკლეს, სააკაშვილი კი სიმულანტი და აფერისტია, ნავალნის არასდროს უღალატია თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, სააკაშვილს კი არაერთხელ! ახლა ხალხმა გადაწყვიტოს პუტინს უფრო ჰგავს სააკაშვილი თუ ნავალნის?“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი