ივანიშვილი და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ჯერჯერობით ექცევიან, როგორც პაკისტანელები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 16 თებერვალი 2024, 17:56

ივანიშვილი და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ჯერჯერობით ექცევიან, როგორც პაკისტანელები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ

„თუ რა განსხვავებაა ევროპულ დემოკრატიასა და აზიურ დესპოტიას შორის, კარგად შეგვიძლია, დავინახოთ პაკისტანისა და საფრანგეთის მაგალითზე. პაკისტანში ყოფილი პრემიერის – იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს და ჩვენს კარგ ნაცნობს, ნიკოლა სარკოზის, რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის დროს ქრთამის აღებისთვის 12-თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ის არ დაუპატიმრებიათ იქამდე, სანამ გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობდა. გუშინ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, ოღონდ პატიმრობის ვადა რამდენიმე თვით შეამცირა. ასე რომ, სარკოზი რამდენიმე თვეს თავის ოჯახთან ერთად, კომფორტულ სახლში, პარიზის ცენტრში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

მე ივანიშვილის პროკურატურა ფარცხალაძის მომზადებული საქმის საფუძველზე ფულის სახლში წაღებასაც კი არ მედავება, არამედ „გაფლანგვას“, და თან ისეთ ხარჯებზე, რომელსაც დღევანდელი მთავრობა ბევრად უფრო დიდი მასშტაბით სწევს.

ივანიშვილი და, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ჯერჯერობით ექცევიან, როგორც პაკისტანელები. იმედია, ეს შეიცვლება. ყველა გამოკითხვით, მათ შორის, ამ საკითხშიც, ქართველები ევროპულ მიდგომებს ირჩევენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი