ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლაგმანი და წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი “ლეღვის ფოთოლი”, რომელმაც პროკურორობა შეითავსა, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 12 თებერვალი 2024, 11:55
"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე,  მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც "ლელოს" ლიდერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა, ბიძინა ივანიშვილი კი მოსკოვში იქნება და ეს მისი [ხაზარაძის] პოლიტიკური გზავნილია, სოციალურ ქსელში აფასებს.  

ქადაგიძის განცხადებით, ერთადერთი, რისი განხორციელებაც მამუკა ხაზარაძემ შეძლო, ანაკლიის პორტის პროექტი იყო და ბოლოს ისიც ჩააგდო. 

"აწ უკვე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლაგმანი და წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი “ლეღვის ფოთოლი”, რომელმაც პროკურორობა შეითავსა, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება, ოღონდ ხელისუფლებაში როდესაც მოვალთო…

როგორც ყველანაირი ხისგან სალამური არ გამოითლება, ისე ჩარჩისგან პოლიტიკოსი არ გამოდის…

2012 წლის შემდეგ, ერთადერთი პროექტი, რაც საკუთარი ძალებით შეეძლო განეხორციელებინა -“ანაკლიის პორტი” იყო და ისიც ჩააგდო, ხოლო ის მითები, რასაც ამ საცოდავის პიარ-ჯგუფი ასაღებს, რომ პატიოსანი შრომითა და ჯაფით იშოვა ფული, იგივე  თაღლითობებიდანაა, როდესაც სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებული ბიზნესმენები უმწიკვლო რეპუტაციით აგროვებდნენ კაპიტალს…

ასე, რომ ის დამპალი ნიადაგი, საიდანაც შენ და შენი რჯულის პოლიტიკოსები ხართ აღმოცენებული, ნეშომპალობისთვისაა განწირული…

ჰო და თუ მაინც აპირებ მოსვლას, ხელები მაგრად ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ლელოში,   “რაზგონზე” რაიმეს არ წამოასკდეთ…" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი