თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები უპრეცედენტოდ აკადემიურები იყვნენ დღეს, რათა ირაკლი კობახიძის დონემდე ასულიყვნენ, მაგრამ ამაოდ - თვალშისაცემი სიშორეა მათ შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 08 თებერვალი 2024, 17:27

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს, განცხადებით ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ირაკლი კობახიძე მაღალი დონის და სტანდარტების მქონე პოლიტიკოსია, რაც სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უპრეცედენტოდ აკადემიურები იყვნენ დღეს, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კულტურას ვერც კი მიუახლოვდნენ. მათი მიზანი იყო, რომ დინჯი და არა მდაბიო სიტყვიერი კრიტიკით, როგორიც ყოველთვის სჩვევიათ, კონკურენცია გაეწიათ არა აზრებით, არამედ, გარე იმიჯით. მათი მცდელობა ამაო იყო, თვალშისაცემი სიშორეა მათ შორის.

ირაკლი კობახიძე მაღალი დონის და სტანდარტების მქონე პოლიტიკოსია. დღეს, პროგრამის წარდგენისას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს არის რეალური და ძლიერი ევროპული გზა და არა ისეთი ყალბი და ფსევდო-ლიბერალური, როგორსაც ოპოზიცია გვთავაზობს.

„ღირსებით ევროპისკენ“!

სლოგანი და მიზანი შენარჩუნებულია. საქართველომ ღირსების შენარჩუნებით მიიღო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსი და ასეთივე ღირსებით განაგრძობს გზას. ეს არის თითოეული ქართველის ეროვნული ღირსება, შეინარჩუნოს საკუთარი და მიიღოს სიახლე ისე, რომ უძველესი ღირებულებები არ დააზიანოს.

წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი