ლევან ნიკოლეიშვილი-აქტიურად მიდის ე.წ „მესამე ძალის" შექმნის პროცესი. ყველანაირად ცდილობენ, ხალხს უთხრან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო ნაცმოძრაობასთან, არადა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 07 თებერვალი 2024, 10:43

ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ძირითადად უცხოური აგენტურით არის დაკომპლექტებული, მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან მათი პატრონები, რადგან ნაცმოძრაობაზე უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული-ამის შესახებ წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პარალელურად აქტიურად მიდის ეგრეთწოდებული „მესამე ძალის" შექმნის პროცესი. ამ ფარისევლურ თამაშში ყველას თავისი როლი მოარგეს, მაგრამ მიზანი ერთი დაუსახეს - როგორმე გაემიჯნონ ნაცებს.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს და აგენტურის და მათი პატრონების მცდელობები კომიკურ სახეს იღებს.

„ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზე ვრცლად კარგა ხანია არ დამიწერია და ვფიქრობ, მცირე ანალიზი შემოგთავაზოთ. თუმცა კი, არაფერია აქ ღრმა და ამოსახსნელი - მაინც უნდა ითქვას სათქმელი.
ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ძირითადად უცხოური აგენტურით არის დაკომპლექტებული, მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან მათი პატრონები, რადგან ნაცმოძრაობაზე უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული. მათ იციან, რომ უმძიმესი კრიმინალური წარსულით დამძიმებულ და სისხლით "დასვრილ" ნაცმოძრაობას ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არ დააბრუნებს. ამიტომ გადაწყვიტეს პატრონებმა ამ პარტიის ხელოვნური დაშლა და თავმჯდომარედ დაუნიშნეს კლოუნი ხაბეიშვილი, რამაც შეუწყო კიდეც ხელი პარტიიდან ხალხის გადინებას. პარალელურად აქტიურად მიდის ეგრეთწოდებული "მესამე ძალის" შექმნის პროცესი. ლელო, გახარია, გვარამია, ზურა გირჩი... ეს არის ხალხი, რომელზეც პატრონებმა გათვლა გააკეთეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და უთხრან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო ნაცმოძრაობასთან.
ამ ფარისევლურ თამაშში ყველას თავისი როლი მოარგეს, მაგრამ მიზანი ერთი დაუსახეს - როგორმე გაემიჯნონ ნაცებს. გვარამია იძახის მიშა ჩემი კონკურენტიაო, გახარია მიშას აგინებს, ხაზარაძე/ჯაფარიძე ყველაზე ხშირად სწორედ ნაცებს აკრიტიკებენ. არადა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. აგენტურის და მათი პატრონების მცდელობები კომიკურ სახეს იღებს. რა მცდელობა გამიჯნავს ერთმანეთისგან სააკაშვილს და მის იდეოლოგ გვარამიას? სააკაშვილს და მის რეკეტიორ ხაზარაძეს? სააკაშვილს და მის ყურმოჭრილ მონა ზურა გირჩის? ცხადია, მათი ფორმალური გამიჯვნა ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის. როგორც რუსები იტყვიან, ნეხვისგან კანფეტი არ კეთდება”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი