ამირან სალუქვაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე - სად იყო ანგარიში, ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? - არა, მთელი ე.წ. ანგარიში გაჟღენთილი იყო ნიშნის მოგებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
164 06 თებერვალი 2024, 14:57
„ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა. მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში - ნული.“-წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათი გაერთიანება და მათ შემდუღებლად წარმოუდგენია თავი.
„სალომე ზურაბიშვილი იმაზე მეტად გაუნათლებელი და მავნეა, ვიდრე მეგონა. ე.წ. ანგარიშის დეტალურ განხილვას არ შევუდგები. ზოგადად შევაფასებ. რატომ ეგრეთ წოდებული? აბა სად იყო ანგარიში? ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა. მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში - ნული. კიდევ ერთი. ბევრჯერ მაქვს დაწერილი: არ მიყვარს ნიშნის მოგება და ნიშნის მოგებით საუბარი. მთელი ე.წ. ანგარიში გაჟღენთილი იყო ნიშნის მოგებით. ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათი გაერთიანება და მათ შემდუღებლად წარმოუდგენია თავი. ვნახავთ რას და ვის შეადუღებს. განა 2018 წელია, რომ მთელი ქვეყანა დაირაზმოს ვაშაძის და შკლიაროვის წინააღმდეგ? ჰგონია თავისით გახდა პრეზიდენტი. მარგველაშვილსაც მასე ეგონა და სადაა ახლა? P.S. რაჭა ახსენა დღეს, პოლიტიკური მიზნებისთვის. აჭარაში დღეს სტიქიაა და სიტყვა არ დასცდენია“- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი