დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერიბას ვერ კისრულობს, რადგან იცის, რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 06 თებერვალი 2024, 14:23
„ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო. თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო,“ - ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას.
ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე - ანგარიში.
“დღეს, სალომე ზურაბიშვილმა წლიური ანგარიში წინასაარჩევნო გამოსვლით ჩაანაცვლა. პრეზიდენტს ურჩევნია, ჯერჯერობით ტენდენციურ არბიტრად დარჩეს, ვიდრე წაგებულ ველზე მთლიანად გადაბარგდეს. იგი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერობას ამ ეტაპზე ვერ კისრულობს, რადგან იცის რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. მისი დაანონსება საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო აქტიურობა. ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო. თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო. მისი განცხადება: „ოპოზიციური ლიდერების დაწუნების დრო არ არის“, ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, სააკაშვილს შეიწყალებს და ამით საბოლოოდ ჩამოიხსნის ნიღაბს. პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ომის საფრთხეზე. ამაში ჩანს მისი წინდაუხედაობაც, უპასუხისმგებლობაც და ცალ ფეხზე დგომაც. სამაგიეროდ, ხშირად ახსენა მოძრაობა „ხალხის ძალა“, ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი „უცხოური ფულით დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ და კიდევ ერთხელ უწოდა ამ კანონს რუსული. თუმცა, „ევროპულად“ მოაზროვნე ზურაბიშვილს დაავიწყდა ის, რომ ამ „მოსკოვის ნაკარნახებ“ კანონს თავად ევროკავშირი იღებს. პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე - ანგარიში. სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროპაგანდა ნაკლებად საინტერესო იყო მოსახლეობისთვის, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. როგორი დაკვეთაც არ უნდა მისცენ ზურაბიშვილს უცხოეთიდან, მისი წარმატებით განხორციელების შანსი უპერსპექტივოა,” - წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი