თამთა მეგრელიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და შექმნა ღირებულებათა ისეთი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პირთა წრის ცვლაზე ნაკლებად არის დამოკიდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
165 02 თებერვალი 2024, 13:41
ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

თამთა მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებს და აღნიშნავს, რომ პარტიამ ისეთი ღირებულებათა სისტემა შექმნა, რომლითაც პოლიტიკურ პირთა წრის ცვლაზე ნაკლებად არის დამოკიდებული.


„ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე მმართველობის მაღალი კულტურის მქონე პოლიტიკური ძალაა, რადგან ამ ძალის პოლიტიკური შრომის შედეგად ქართული სახელმწიფო ერთპიროვნული მმართველობიდან სისტემურ მმართველობაზე გადავიდა. 

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და შექმნა ღირებულებათა ისეთი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პირთა წრის ცვლაზე ნაკლებად არის დამოკიდებული. მმართველობის პროცესში პირები იცვლებიან, მაგრამ ეს ცვალებადობა სახელმწიფოს ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ და არ არყევს.

„ქართული ოცნება“ არის მაღალი პარტიული ცხოვრების გამოცდილების მქონე პარტია და მის გუნდში საკადრო ცვლილებები ორგანიზაციული კულტურის ნაწილია.

ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის საკადრო ცვლილება, ვფიქრობ, ფუნქციური საკადრო სტრატეგიაა. ეს საკადრო ცვლილება შრომითი საქმიანობის მეტ მოტივაციას მისცემს გუნდს.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს, ორივეს აქვს მაღალი სოციალური კომპეტენტურობა და უნარი, იმუშაონ მაღალი თვითკონტროლით, ამიტომ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითია.

და მაინც, რა შეიძლება ითქვას ირაკლი ღარიბაშვილზე?!

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში უამრავი  უმნიშვნელოვანესი რეფორმა განხორციელდა. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელმაც შეძლო წარმატებით გასძღოლოდა მთავრობის საქმიანობას და იზრუნა იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში, მაგალითად, რეკორდული ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც მოქალაქეების საკეთილდღეოდ უფრო ეფექტურ სოციალურ პროგრამებს ნიშნავს. მან საფუძველი დაუდო ინფრასტრუქტურული თუ რეგიონული განვითარების მასშტაბურ პროექტებს და ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები დადო. 

ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად ასოცირდება ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტთან; ასოცირდება საქმისა და გუნდის ერთგულებასთან, გამოცდილებასა და პროფესიონალიზმთან. ყველა თვალსაზრისით ის წარმატებული ადამიანია.

და მაინც, რა შეიძლება ითქვას ირაკლი კობახიძეზე?

ირაკლი კობახიძე პრაგმატულად მოაზროვნე, საკუთარი საქმის პროფესიონალი და გუნდისთვის ძალიან საჭირო და სანდო ფიგურაა.
ის პატიოსანი, ღირსეული, სამშობლოს მოყვარული და კომპეტენტური ადამიანია და მისი საქმიანი ხელწერა ქართული სახელმწიფოს განვითარების დიდი პერსპექტივაა.

მაგალითად, პარლამენტარიზმის ისტორიაში, ის ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარე იყო, რომელმაც ვენეციის კომისიის მიერ აღიარებული, ყველაზე ღირსეული, დემოკრატიული, გამჭვირვალე კონსტიტუცია მიიღო. 

კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ, მოდით, უმთავრესი გამოვყოთ - „ქართული ოცნების“ გუნდში ყველამ ერთად და ინდივიდუალურად, საკუთარი თანამდებობრივი პოზიციების გათვალისწინებით, ცალ-ცალკე, მოახერხეს და ქართულ სახელმწიფოში სიმშვიდე შეინარჩუნეს. 

გლობალურ ჭრილში საქართველო დღეს ერთგვარი მშვიდობის კუნძულია, თან იმ დიდი გამოწვევის ფონზე, რასაც დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული ჯარი და რუსული ტანკი ჰქვია.

პოლიტიკურად ტურბულენტური ზონა ჩვენ დიდი რყევებით, მაგრამ ჩამოვარდნის გარეშე გავიარეთ.

მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ გუნდს, ასევე, ამ ორ, საკუთარი საქმის პროფესიონალ ადამიანს, აქამდე გაკეთებული არაერთი საქვეყნო საქმისთვის და წარმატებები მინდა ვუსურვო ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე თუ საქმეზე ორიენტირებისათვის.

სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება ქართულ სახელმწიფოს!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი