190
30 იანვარი 2024, 23:08
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალისთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ადრიენ კირალის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მივულოცე და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოვხატე. ხაზი გავუსვი ევროკომისიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.
დეტალურად ვისაუბრეთ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.
ადრიენ კირალიმ გამოხატა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირთან სექტორული დაახლოების კუთხით“, - წერს პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |