თამთა მეგრელიშვილი: იმედია, გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 30 იანვარი 2024, 16:43

გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დაკავებულების შესახებ.

მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ორივე პირი გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე.

„გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დააკავეს.
გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს.
ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. იმედია ორივე პირი გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი