თამარ ჩიბურდანიძე: „ლელო” რადიკალიზმით ნაცმოძრაობას ეპაექრება, რადგან ჰგონიათ რომ რადიკალიზმი გაყიდვადია საქართველოში და ამით ამომრჩევლებს წაართმევენ დანარჩენ ოპოზიციას”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 29 იანვარი 2024, 13:15
მოსალოდნელ პოლიტიკურ ხრიკად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე  ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მიმდინარე კონსულტეციებისაგან „ლელოს“ გამიჯვნას. როგორ  ის სოციალურ ქსელში წერს, ამით მოხდა ამ პოლიტიკური გუნდის ლუსტრაცია. 

„დღეს კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა ქართულ პოლიტიკაში. 9 პუნქტზე მუშაობის პროცესს თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა “ლელომ” და გაგვიმხილა, რომ თურმე მათ საკუთარი გეგმა ჰქონიათ ამაზე სამუშაოდ. ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური ხრიკია და ამას ველოდით კიდეც. “ლელოს” წევრები ჯერ ევროპაში დარბოდნენ სტატუსის წინააღმდეგ და ახლა 9 პუნქტზე მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ. კარგია რომ ნიღაბი ჩამოიხსნეს. ევროპულ გზაზე უფრო მნიშვნელოვანი “ლელოსთვის” მოახლოებული არჩევნებია და იმ ტექნოლოგიების გამოყენება, რითაც ხმებს მოიპოვებენ. ამ შემთხვევაში “ლელო” რადიკალიზმით ნაცმოძრაობას ეპაექრება, რადგან ჰგონიათ რომ რადიკალიზმი გაყიდვადია საქართველოში და ამით ამომრჩევლებს წაართმევენ დანარჩენ ოპოზიციას. ორივე შემთხვევაში მწარედ ცდებიან.

პირველი ის, რომ რადიკალიზმი აღარ არის გაყიდვადი საქართველოში. ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკის წყალობით, ხალხში აღარ არის მოთხოვნა რადიკალიზმზე და ქარიზმატულ ლიდერებზე. საზოგადოება მიხვდა, რომ მშვიდი და გონივრული პოლიტიკა უპირატესია რადიკალიზმზე. რაც შეეხება “ლელოს” სტრატეგიას, წაართვას ხმები დანარჩენ ოპოზიციას, ვერც ამაში ექნებათ წარმატება, რადგან ნაცმოძრაობას მისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს და მიუხედავად მათთან მჭიდრო ერთობისა, ამომრჩეველს ვერ წაართმევენ. რაც შეეხება ხელისუფლების ამომრჩეველთა ხმების წაღებას, ეს კიდევ უფრო დიდი ილუზიაა მათთვის. 

აქედან გამომდინარე, “მესამე ძალის” სტატუსის ძიებაში “ლელო” დაკარგავს იმ მცირედსაც, რაც დღეს აქვს,” - წერს Facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი