ზურაბ ქადაგიძე: ზედმეტი ინსინუაციები, რასაც რესპუბლიკურის პერსონალიდან ზოგიერთი აჟიტირებული ჯგუფი მიმართავს და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს, ნაძირლობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 27 იანვარი 2024, 14:52

სამართლიანი და უპრეცედენტო დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან. 12 თვის ანაზღაურება, ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზება და სამსახურის გარეშე დარჩენის შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში ხელფასი! - წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.

მისი თქმით, ყველა თანამშრომლის შრომითი ანაზღაურება და უფლებები დაცულია, რის გარანტიასაც სახელმწიფო იძლევა, ამ თემაზე ინსინუაციები კი გაუმართლებელია.

“სამართლიანი და უპრეცედენტო დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან. 12 თვის ანაზღაურება, ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზება და სამსახურის გარეშე დარჩენის შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში ხელფასი!

რესპუბლიკური საავადმყოფო მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა დაინგრეს, სადაც ახალი კლინიკა აშენდება. აშენებამდე ყველა თანამშრომლის შრომითი ანაზღაურება და უფლებები დაცულია, რის გარანტიასაც სახელმწიფო იძლევა.

ამ შემთხვევაში ზედმეტი ინსინუაციები, რასაც რესპუბლიკურის პერსონალიდან ზოგიერთი აჟიტირებული ჯგუფი მიმართავს და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს ნაძირლობაა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პირობები უპრეცედენტოა და ანალოგი არ მოიძებნება, ხოლო იმ პოლიტიკოსებს ვისთანაც კონტაქტზე ხართ და ხელს ათბობინებთ ამ თემით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავ-პირს დაგამტვრევდნენ და წიხლის კვრით გამოგაგდებდნენ მაგ შენობიდან. ასე, რომ შეაფასეთ რეალობა და პარაზიტობას მოეშვით!” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი