დავით ქართველიშვილი: „ორი ტრუპი-მინდას“ კონცეფცია წელს შეეცდება თავის ფინალურ, ვერაგ განხორციელებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა არ მიეცემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 27 იანვარი 2024, 13:00

უკვე დღეიდან, მერამდენედ მინდა მივმართო იმ ახალგაზრდების მშობლებს, ბებია/ბაბუებს: მზად არიან თუ არა, უმძიმესი ჯვრის ტარებისთვის, როდესაც მათ საყვარელ პირმშოს დაუნდობელი, უსულო, უსამშობლო იდეოლოგიური მანქანა ამოირჩევს თავისი განუხორციელებელი პოლიტიკური მიზნების ხორცშესასხმელად „შესაფერისი“ მსხვერპლის როლში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება ქვეყანაში არეულობის მოწყობას, მაგრამ მას ეს არ გამოუვა.

„დაიწყო ახალი საარჩევნო წელი და ვაკვირდებით მავნებლების მხრიდან, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ „მოთელვას“. ყველაფერი დაიწყო ეკლესიური თემატიკით, არაგენმოდიფიცირებულ საზოგადოებაში „ჩორტებისა“ და ფასეულობათა საბაზისო ღირებულების ირგვლივ ბზარების გაჩენის მიზნით. მიაღწიეს დაგეგმილს? „ისე რა“ - მე რომ მკითხოთ, თუმცა მცდელობა ჩაეთვალათ, მაგრამ წინ გვაქვს მათი უფრო შორს მიმავალი ამოცანები...

წელს მაინც, შეეცდებიან „გენერალ როდიონოვის“ გზას დაადგნენ. რომ არა 1989 წლის 9 აპრილს სასანგრე ნიჩბებით საქართველოს დამოუკიდებლობას ზვარაკად შეწირული ჩვენი ბიჭების, გოგონების, მათი ბიძებისა და ბებიების „რიტუალური" მსხვერპლშეწირვა, 2024 წელი სად და როგორ გაგვითენდებოდა, ეს ცალკე საკითხავია.

„ორი-ტრუპი-მინდას“ კონცეფცია წელს შეეცდება თავის ფინალურ, ვერაგ განხორციელებას. მე იმედი მაქვს კი არა, დარწმუნებული ვარ ჩემს ყოფილ კოლეგებში, ამ შემდგარ სახელმწიფოში და მის მოქმედ ხელისუფლებაში, რომ თავის „გედის სიმღერად" გლობალური ომის პარტიის მესვეურებს და მათ ცალ ფეხზე მდგომ ლაქია-ჯალათებს ამ მიზნის მისაღწევი შესაძლებლობა არ მიეცემათ.

მაგრამ, უკვე დღეიდან, მერამდენედ მინდა მივმართო იმ ახალგაზრდების მშობლებს, ბებია/ბაბუებს: მზად არიან თუ არა, უმძიმესი ჯვრის ტარებისთვის, როდესაც მათ საყვარელ პირმშოს დაუნდობელი, უსულო, უსამშობლო იდეოლოგიური მანქანა ამოირჩევს თავისი განუხორციელებელი პოლიტიკური მიზნების ხორცშესასხმელად „შესაფერისი" მსხვერპლის როლში.

ვიმეორებ, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ განსაცდელს თქვენ აგარიდებთ, მაგრამ თქვენ თუ ხართ მზად, ამაში საკუთარი, მშობლიური წვლილი შეიტანოთ? თუ მზად ხართ ამ გაუგონარ კოშმარში თანამონაწილეობისაგან თავის ასარიდებლად? მსგავსი შინაარსის სტატუსს, არ დამეზარება და ხშირად გავიმეორებ, რამეთუ არც ერთი, მით უმეტეს დაგეგმილი მსხვერპლი, მე ამ ლუციფერის „მოციქულებისთვის“ არ მემეტება!“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი