გია აბაშიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილის პროტესტზე: მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 27 იანვარი 2024, 12:49

მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან ქვეყანაში დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის ნაწილის პროტესტს.

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალს ნახავს, მიხვდება, რომ სიცრუეა განცხადებები, თითქოს კლინიკის თანამშრომლები უმუშევრები, კომპენსაციის გარეშე რჩებიან და სახელმწიფომ ისინი მიატოვა.

„მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან ქვეყანაში დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან.

როგორ შეიძლება გააპროტესტო ის, როცა ასეთ უპრეცედენტო საკომპენსაციო პაკეტს გთავაზობენ? ნებისმიერი საღად მოაზროვნე, ვინც ამ ჩამონათვალს გადახედავს, მიხვდება, რომ დიდი ფარსია ის განცხადებები, რომ თითქოს, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის („რესპუბლიკურის“) თანამშრომლები უმუშევრები, კომპენსაციის გარეშე რჩებიან და სახელმწიფომ ისინი მიატოვა.

ამასთან, აღნიშნული კლინიკის ბაზაზე შეიქმნება თანამედროვე მრავალპროფილური, მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება.

მავანთ უნდა ახსოვდეთ, რომ 2012 წლიდან აღარ ვცხოვრობთ ნაცრეჟიმის მოჩვენებითი დაპირებებისა და გამოძალვა-განადგურების ეპოქაში. დაჰპირდება ეს ხელისუფლება? ასრულებს!“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი