თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს 2008 წლის ომამდე გაყიდული ომისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 27 იანვარი 2024, 12:07

რუსეთ-საქართველოს ომი და სააკაშვილის მმართველობის პერიოდი უკვე შეფასდა საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე. ამ ძალის მიერ ჩადენილ ქმედებებზე რეაგირება უკვე ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს, როგორც ქართველი კაცის მწამებელმა და გამაუპატიურებელმა ძალამ.

„მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანები გამოიკვეთებიან, როცა შეიქმნება (და ეჭვი არ მეპარება, რომ შეიქმნება) საგამოძიებო კომისია პარლამენტში და დაიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეს ამ საკითხთან და როგორც კი გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნიშნები, მე ვფიქრობ, პროკურატურა ამ თემით დაინტერესდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, როგორც ქართველი კაცის მწამებელი და გამაუპატიურებელი ძალა. ასევე, მან პასუხი უნდა აგოს 2008 წლის ომამდე გაყიდული ომისთვის.

რუსეთ-საქართველოს ომი და სააკაშვილის მმართველობის პერიოდი უკვე შეფასდა საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე. ამ ძალის მიერ ჩადენილ ქმედებებზე რეაგირება ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია. ჩვენს ქვეყანაში გვყავს ძალები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ ანტიქართულ ინტერესების გამტარები არიან, კონკრეტული ქვეყნების დაკვეთებს ასრულებენ. ძალიან რთულია, ამ ძალების პირისპირ შეინარჩუნო მშვიდობა, სტაბილურობა, გქონდეს ეკონომიკური წინსვლა, მოახდინო ევროინტეგრაცია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი