ნინო ფოჩხუა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: ახალი საავადმყოფოც აშენდება და იქ მომუშავე ექიმებიც და პერსონალიც სათანადოდ დაკმაყოფილდება, ეს საბოტაჟი კი კეთილი საქმეების მტრობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 27 იანვარი 2024, 11:44

როცა ასეთ უპრეცედენტო შეთავაზებას გიკეთებს სახელმწიფო, იცავს ყველანაირ ადამიანის და შრომის უფლებებს თუ არა საბოტაჟი, რა უნდა დაარქვა ექიმთა ნაწილის პროტესტს, თან არ დაგანგრევინებთ, რას ნიშნავს, სახელმწიფოს კუთვნილებაზე ასეთი მიდგომა? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთა ნაწილის პროტესტს სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიცრუეა, თითქოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაცვლად კორპუსები შენდება და ექიმების ნაწილიც სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებს, ვინაიდან ცნობილია, რომ ახალი, მრავალფუნქციური საავადმყოფოს აშენება იგეგმება.

„როცა ასეთ უპრეცედენტო შეთავაზებას გიკეთებს სახელმწიფო, იცავს ყველანაირ ადამიანის და შრომის უფლებებს თუ არა საბოტაჟი, რა უნდა დაარქვა ექიმთა ნაწილის პროტესტს, თან არ დაგანგრევინებთ, რას ნიშნავს, სახელმწიფოს კუთვნილებაზე ასეთი მიდგომა?

აშკარად იგრძნობა, რომ ექიმთა ეს ნაწილი მართულია. სიცრუეა, როცა ამბობენ, რესპუბლიკურის ადგილას კორპუსების მშენებლობას ვაპროტესტებთო, მინისტრმა გარკვევით განაცხადა, რომ ძველის ადგილას, ახალი მრავალფუნქციური თანამედროვე ტიპის საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება. ესეც ორდღიანი პროტესტი იქნება, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, რადგან სიცრუეზეა აგებული. ახალი საავადმყოფოც აშენდება და იქ მომუშავე ექიმებიც და პერსონალიც სათანადოდ დაკმაყოფილდება, უბრალოდ ეს საბოტაჟი დროის გაცდენა და კეთილი საქმეების მტრობაა, ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი