ზურაბ ქადაგიძე: „ხალხის ძალის“ წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირებაა ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 26 იანვარი 2024, 23:24
 როდესაც საზოგადოების მხრიდან იყო კითხვა, თუ როდის აპირებდა „ხალხის ძალა“ ოფიციალურად, იურიდიული სტატუსით პოლიტიკურ პროცესში ჩართვას და რა იქნებოდა საარჩევნო დაპირება, სოციალურ ქსელში დავწერე, რომ ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძემ ისაუბრა მოძრაობის იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ და სამართლებრივ გასამართლებას შეეხება.

„ნაცმოძრაობის“ გასამართლებისთვის არსებობს ყველანაირი საფუძველი. მაგალითად, ევროსაბჭოს რეზოლუცია, „16-33“. რატომ დათანხმდა „ნაცმოძრაობა“ ქართველ ჯარისკაცებს დაბრალებოდათ დანაშაულები? ეს წერია იმ რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში; ან, რატომ დათანხმდა „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველო რუსეთთან ერთად თანაბარ მდგომარეობაში დამდგარიყო საერთაშორისო დანაშაულების ჩადენაში? ესეც იმ რეზოლუციაში წერია. და საერთოდ, რატომ დამალეს ეს რეზოლუცია? 2016 წელს გახდა მხოლოდ ცნობილი მისი არსებობის შესახებ.

მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში სასამართლო დავები გვქონდა ოკუპანტ რუსეთთან, იმ დროს არ იყო მიზანშეწონილი „ნაცმოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნა, რადგან ისინი სათავისოდ გამოიყენებდნენ ამას. როდესაც საქართველოს რეპუტაცია ამ ორი სასამართლოს მოგების შემდეგ საერთაშორისო თვალსაზრისით რეაბილიტირდა და რუსეთი საქართველოს მიმართ დეკლარირებულად აგრესორი და დამნაშავე გახდა, ახლა უკვე უნდა დავიწყოთ „ნაცმოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი