ედიშერ გვენეტაძე: ადამიანების ნაწილის აგრესია მიმართულია აღსრულებაში მომუშავე ადამიანების წინააღმდეგ, ვერ გაუთვითცნობიერებიათ, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ ისეთი სუბიექტები, როგორიცაა ხანდაზმული თაღლითი ხაზარაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 24 იანვარი 2024, 16:48

ნახეთ რა ვაი-ვიშია ატეხილი იმ გაუბედურებული ოჯახს თავს არსებულ ტრაგედიაზე, რომელსაც სამევახშეო კაპიტალის გამო ოჯახიდან ასახლებენ! ადამიანების და განსაკუთრებით ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებელი, ნაწილის აგრესია მიმართულია აღსრულებაში მომუშავე ადამიანების და არა მთავარი მტრის ველური კაპიტალიზმის წინააღმდეგ,- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

„უკვე საუკუნის მესამედი გავიდა, რაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ცხოვრობს ველური კაპიტალიზმის პირობებში, სადაც ადამიანის თხემით ტერფამდე გაძარცვა ჩვეულებრივი მოვლენაა!

კაპიტალიზმი არის დაუნდობელი ფორმაცია, რომელიც ანადგურებს აღატაკებს მილიონებს და ამდიდრებს ერთეულებს!
რაც მკაფიოდ დაადასტურა მისმა ისტორიამ!

ნახეთ რა ვაი-ვიშია ატეხილი იმ გაუბედურებული ოჯახს თავს არსებულ ტრაგედიაზე, რომელსაც სამევახშეო კაპიტალის გამო ოჯახიდან ასახლებენ!

ადამიანების და განსაკუთრებით ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებელი, ნაწილის(თუმცა ეს მათი ბრალი არაა. არ ასწავლეს და საიდან უნდა იცოდნენ?) აგრესია მიმართულია აღსრულებაში მომუშავე ადამიანების და არა მთავარი მტრის ველური კაპიტალიზმის წინააღმდეგ!

მათ ვერ გაუთვითცნობიერებიათ, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ ველური კაპიტალიზმის დროს ძარცვა-გლეჯით დაწინაურებული ისეთი სუბიექტები, როგორიცაა მაგალითად ხანდაზმული თაღლითი ხაზარაძე და სხვა მისნაირი თაღლით-მედროვეები!

რომელიც არმად ნაშოვნი ფულებით ისე გათავხედდა, რომ ახლა პოლიტიკაში განიზრახა ველურად დამკვიდრება და ამის აღსასრულებლად მილიონებს უხდის ვიღაც პიარჩიკს!
ამიტომაც! იყავით გონიერი ვითარცა გუელნი!მიაგეთ ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრის!

ასე, რომ ისე ნუ დაგემართებათ ნათქვამი, რომ არის: "კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს უწყო მტვრევაო!" აირჩიეთ სანამ ჯერ გვიან არ არის ველური კაპიტალიზმი გინდათ თუ სოციოკაპიტალიზმი, სადაც კაპიტალიზმის და სოციალიზმის საუკეთესო ელემენტები შეჯერებული და შერწყმული იქნება! და გაუქმებული იქნება მევახშეობა!“ -წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი