ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია საქართველოში ჩატარდეს ნიურნბერგის მსგავსი პროცესი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა, ის საშინელება, რასაც მიშიზმ-ფაშიზმი ჰქვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 24 იანვარი 2024, 11:49

„ნაცმოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ე.წ. პარტიები უნდა გასამართლდეს ჩადენილი უდანაშაულობებისათვის და უნდა გასამართლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა ნიურნბერგში- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გერმანელ ფაშისტებს და აქაურ მიშისტ-ფაშისტებს აბსოლუტური მთავარი მსგავსებანი ჰქონდათ ერთმანეთთან, მაგრამ იყო ერთი სხვაობა, გერმანელი ფაშისტები საკუთარ მოსახლეობას ისეთი სისასტიკით არ ექცეოდნენ, როგორც ამას აკეთებდნენ აქაური ფაშისტ-მიშისტები.

„2012 წლის 1 ოქტომბრის 20 სთ 05 წთ-დან ვიძახი, რომ ნაცმოძრაობა და მასთან ასოცირებული ე.წ. პარტიები უნდა გასამართლდეს ჩადენილი უდანაშაულობებისათვის! და უნდა გასამართლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა ნიურნბერგში1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946ვწლის 1 ოქტომბრამდე! რატომ? იმიტომ, რომ გერმანელ ფაშისტებს და აქაურ მიშისტ-ფაშისტებს აბსოლუტური მთავარი მსგავსებანი ჰქონდათ ერთმანეთთან: 1. ორივე შექმნილი და დაფინანსებული იყო გარე იმპერიალისტური ძალების მიერ! 2. ორივე დააფინანსეს და შექმნეს მათზე მზრუნველობა იმისათვის, რომ ისინი გამოეყენებინათ მესამე ძალის წინააღმდეგ! 3. გერმანელმა ფაშისტებმა და აქაურმა მიშისტებმა უმძიმესი მარცხისა და დამცირებისათვის გაწირეს საკუთარი ქვეყნების მოსახლეობა! 4. ორივენი ციხეებში, ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს და ყოველივე ამას კინოფირებზე აღბეჭდავდნენ! 5. ორივე მათგანმა დანაშაულებრივი გზით მიიტაცა ხელისუფლება! მაგრამ იყო ერთი სხვაობა: გერმანელი ფაშისტები საკუთარ მოსახლეობას ისეთი სისასტიკით არ ექცეოდნენ, როგორც ამას აკეთებდნენ აქაური ფაშისტ-მიშისტები! ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ჩატარდეს ნიურნბერგის მსგავსი პროცესი! რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა, ის საშინელება რასაც მიშიზმ-ფაშიზმი ჰქვია!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი