თამარ ჩიბურდანიძე: გახარიამ და ნაცმოძრაობამ გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 23 იანვარი 2024, 21:51

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი ადვილად იშიფრება და ქართველი ხალხისთვის გახარიას პარტიაც, „ლელოც” და სხვებიც მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება, გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ხვალ შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იხილოს საზოგადოებამ მსგავსი “დაპირისპირება”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პლატფორმაზე დგას

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი ადვილად იშიფრება და ქართველი ხალხისთვის გახარიას პარტიაც, “ლელოც” და სხვებიც მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება, გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ.

ვთქვათ და დავიჯერეთ, რა ვუყოთ საკრებულოებში მათ ერთობას? როგორ დავივიწყოთ ის ორკესტრირებული შეტევა ხელისუფლებაზე, რასაც მთელი ამ განვლილი პერიოდის მანძილზე აწარმოებდნენ და დღემდე აგრძელებენ?

იმდენად მარტივი პოლიტიკური თამაშია, რომ არავინ დაიჯერებს. ხვალ შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც ვიხილოთ მსგავსი “დაპირისპირება”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პლატფორმაზე დგას. ხალხისთვის ეს არის გადამწყვეტი და არა ამ პარტიების სახელები”, - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი