თაკო ჩარკვიანი - არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 23 იანვარი 2024, 21:43

არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი“ ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა“ კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა“ ოპოზიციონერმა იღლიცინა, მახსოვს ყოფილი ხელისუფლების დროს (ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი), – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანის თქმით, „სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან, პატრიოტებს ცოტა ხანში“.

„ჰოდა, გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან, პატრიოტებს ცოტა ხანში. კარვები და ლეიბები „ტეხავს“ რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა, ჰოდა „ბულკებზე“, ფუნთუშებზე გაზრდილ საბა ბუაძეს, ამერიკულ ძვირად ღირებულ მუსტანგზე ამხედრებულ ხაზარაძეს და ბიძინა ივანიშვილის გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია , ან “„ნეტარი“. მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან ( შემზარავ კადრებს ) გალაკტიონი მომაგონდა – „ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით, შეშლილი სახით კიოდა ქუჩა, შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა“. მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო! ტფუ“, – წერს ჩარკვიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი