ედიშერ გვენეტაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე: ორკესტრირებულად ამტკიცებენ “ნაცმოძრაობა” და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ დაიწყო, ამიტომაც აუცილებელია მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 23 იანვარი 2024, 12:12
ორკესტრირებულად ამტკიცებენ „ნაცმოძრაობა“ და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ დაიწყო. ამიტომაც აუცილებელი მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ განცხადებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ.
გვენეტაძის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰააგასა და სტრასბურგში ღირსეულად დაიცვა ქართული სახელმწიფოსა და ჯარისკაცების სიმართლე და ღირსება და ახლა აუცილებელია იმ ძალის დანაშაულობების გამოძიება და კანონის ძალით დასჯა, ვინც ომი დაიწყო.
„ნაცმოძრაობამ #1633 ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ ცალსახად დაადასტურა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო! საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ 1-ის ეთერში ასევე ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ომი ნაცმოძრაობამ დაიწყო! მაშასადამე ამ ორი პოლიტიკური სუბიექტისაგან დოკუმენტურად მტკიცდება, რომ 2008 წლის ომის ინსპირატორი და დამწყები ნაცმოძრაობის ხელისუფლება და პირადად მიშა სააკაშვილი ყოფილა! ამრიგად მას შემდეგ, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰააგასა და სტრასბურგში ღირსეულად დაიცვა ქართული სახელმწიფოსა და ჯარისკაცების სიმართლე და ღირსება! ახლა აუცილებელია იმ ძალის დანაშაულობების გამოძიება და კანონის ძალით დასჯა, ვინაც დაიწყო ომი! რის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფოს დაეღუპა მოქალაქეები და ქვეყანამ დაკარგა მიწები! ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ!
ამას ორკესტრირებულად ამტკიცებენ ნაცმოძრაობა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ დაიწყო!
ამიტომაც აუცილებელი მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება! და ვიმეორებთ ამ საქმის შემოქმედთა კონსტიტუციის ფარგლებში სამართლებრივი დასაჯა!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი