დიმიტრი ხუნდაძე: ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაემიჯნონ მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ქმედებებს და დაგმონ მრავალსაუკუნოვან ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე მასიური შეტევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 20 იანვარი 2024, 16:33
„საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან და რელიგიური თემის პოლიტიზებასთან, რადგან ეკლესიას ერჩიან იმიტომ, რომ მორწმუნე მრევლის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერია,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და ამით კომენტარს აკეთებს მართლმადედებელი ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე. მისი თქმით, იმდენად ძლიერია სიძულვილის ენა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომ შესაძლოა ამან უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს და სახალხო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„არ წყდება საქართველოს ეკლესიაზე შეტევა. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა ოპოზიციონერი აქტივისტის, თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საეკლესიო სიწმინდეების, თავად ეკლესიის და პატრიარქის შეურაცხყოფა. იმდენად ძლიერია სიძულვილის ენა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომ შესაძლოა ამან უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს და სახალხო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

თუ რატომ იქცევა ქართული ოპოზიცია და მათი ენჯეოები ასე, პასუხი მარტივია - მათთვის ჭეშმარიტი ღირებულებები არ არსებობს. მაგრამ რისთვის ხარჯავენ უცხოური ორგანიზაციები ფულს საქართველოში, თუკი ქვეყანაში ყველაზე დიდი სამოციქულო ეკლესიის უფლებებს ვერ იცავენ? მათ უფლება არა აქვთ შერჩევითი პოლიტიკა აწარმოონ კონფესიების მიმართ. როდესაც უცხოური ფულით დაფინანსებული ნატა ფერაძის, ელენე ხოშტარიას, ბექა მინდიაშვილის თუ სხვათა არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებენ ქართულ ეკლესიაზე, რომელთანაც კონკორდატი აქვს გაფორმებული სახელმწიფოს, სხვა არაფერი დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან და რელიგიური თემის პოლიტიზებასთან, რადგან ეკლესიას ერჩიან იმიტომ, რომ მორწმუნე მრევლის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერია. ასევე, ჭეშმარიტ ღირებულებებს აკნინებენ, რადგან ხელისუფლება სწორედ ამ ღირებულებების დამცველია. ძალიან არ გვსურს ამაში დავრწმუნდეთ და ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაემიჯნონ მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ქმედებებს და დაგმონ მრავალსაუკუნოვან ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე მასიური შეტევა,“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი