ვატო შაქარიშვილი - რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 20 იანვარი 2024, 13:43
9 წლის წინ, ამ დღეს ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, ჯერ უდანაშაულო შვილი ჩაუცხრილა შუა ქუჩაში, შემდეგ კი, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულებმა მოახერხეს არაადამიანური სისასტიკით გასწორებოდნენ შვილმოკლულ მამას, რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის გამო, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვატო შაქარიშვილის თქმით, რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებენ თუ რა საშინელი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს. „9 წლის წინ, ამ დღეს ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი. ნაც-მოძრაობის რეჟიმმა, ჯერ უდანაშაულო შვილი ჩაუცხრილა შუა ქუჩაში, შემდეგ კი, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულებმა მოახერხეს არაადამიანური სისასტიკით გასწორებოდნენ შვილმოკლულ მამას, რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის გამო… ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რა მიზნით და რა სახელწოდების ორგანიზაციების შექმნა გვიწევდა სააკაშვილის რეჟიმის წლებში… არასამთავრობო ორგანიზაცია - გადაარჩინე სიცოცხლე… თუნდაც, მხოლოდ ამ ოფისის არსებობა მეტყველებს იმაზე თუ რა საშინელი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ეს სახელი, ეს რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდნენ! ერთად, ცალ-ცალკე თუ ახალი კონფიგურაციებით ამას არ აქვს მნიშვნელობა!“- წერს ვატო შაქარიშვილი facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი