თამარ ჩიბურდანიძე: ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლამ, პირიქით, მრევლის რაოდენობა გაზარდა - ქართული ეკლესია ძლიერდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 19 იანვარი 2024, 15:03
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიებში მრევლის მომატებული რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა მცდელობამ „შედეგი გამოიღო“ - ტაძრებში მორწმუნეთა რაოდენობა გაიზარდა. 


„დღეს, ქართულ მართლმადიდებელ ტაძრებში საგრძნობლად შესამჩნევი იყო მორწმუნე მრევლის რაოდენობა. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლამ, პირიქით, მრევლის რაოდენობა გაზარდა -  ქართული ეკლესია ძლიერდება.

ფსევდო ლიბერალებისა და ბოლშევიკების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგაც კრახით სრულდება. საუკუნეების მანძილზე ბევრად უფრო მძიმე ბრძოლები გადაუტანია ქართულ ეკლესიას და უფლის წყალობით, სარწმუნოება არასოდეს დაუკარგავს. 

ეკლესია ძლიერია მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება სწორ, ეროვნულ პოლიტიკას ატარებს და იცავს სულიერ ღირებულებებს. დღეს ამის საფრთხე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება გარანტია ქართული ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებისა. 

სწორედ ამიტომ, ამაოა ურწმუნო ოპოზიციის ყველა მცდელობა, გაანადგუროს ქართული ეკლესია. ეს უზარმაზარი მრევლი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოში ოდესმე უღმერთობამ და უზნეობამ იზეიმოს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი