მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე - ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 18 იანვარი 2024, 16:56
ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ქონდა კონტრაქტორთან, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება - როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება - ასე ეხმიანება  სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიცია პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდა ამბის ატეხვას. 

„კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე “ანამნეზი”:
ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ ). 
აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება - როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება. 
პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ…“  - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი