ნინო ფოჩხუა: კანდიდატის სტატუსი, ევროპაში ინტეგრაცია და რაც მთავარია მშვიდობა არის ის გარანტი, რომ შუა დერეფნის პროექტს აქვს უპირობო პერსპექტივა და მომავალი, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 15 იანვარი 2024, 19:45

როგორ ფიქრობენ ჩვენი ოპოზიციის „ზეპოლიტიკოსები," რომ არა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და რაც მთავარია დღევანდელი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა, ისურვებდა კი ჩინეთი ჩვენთან თანასწორუფლებიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიური წინსვლის პირობაა? რა თქმა უნდა არა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.

ფოჩხუას თქმით, ზუსტად კანდიდატის სტატუსი, ევროპაში ინტეგრაცია და მშვიდობა არის ის გარანტი, რომ შუა დერეფნის პროექტს აქვს უპირობო პერსპექტივა და მომავალი, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის.

„როგორ ფიქრობენ ჩვენი ოპოზიციის "ზეპოლიტიკოსები," რომ არა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და რაც მთავარია დღევანდელი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა, ისურვებდა კი ჩინეთი ჩვენთან თანასწორუფლებიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიური წინსვლის პირობაა? რა თქმა უნდა არა. ენდომებოდა ჩინეთს იზოლირებულ, სანქციებით დახუნძლულ ქვეყანასთან ურთიერთობა? აქაც, რა თქმა უნდა არა. აი ზუსტად კანდიდატის სტატუსი, ევროპაში ინტეგრაცია და რაც მთავარია მშვიდობა არის ის გარანტი, რომ შუა დერეფნის პროექტს აქვს უპირობო პერსპექტივა და მომავალი, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის. აქ ისმის კითხვა, როცა ხარ საქართველოს მოქალაქე და ხედავ გვირაბში სინათლეს, სიხარულის სანაცვლოდ, უნდა ებრძოლო ამ პროექტს თან ყოვლად მიუღებელი მეთოდებით? ეს ადამიანები არ არიან ქვეყნის პატრიოტები, მხოლოდ ვიწრო პირადი ინტერესი ამოძრავებთ მათ და 2024 წლის არჩევნებამდე რაღა დარჩა“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი