თამარ ჩიბურდანიძე: იმის ნაცვლად, რომ რიგი პოლიტიკოსები, დაპირებისამებრ, უკრაინის გამარჯვებას ზეიმობდნენ, დღეს გაერო საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს და ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
253 11 იანვარი 2024, 16:39
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გაეროში უკრაინის ომის შედეგების შესახებ მსჯელობასთან დაკავშირებით ანალიტიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. 

როგორც თამარ  ჩიბურდანიძე წერს, რაც უფრო მძიმე შედეგებს გვაცნობენ უკრაინის შესახებ, მით უფრო მძაფრდება ქართველ ხალხში მშვიდობის ფასი.

„დღეს გაეროში უკრაინის ომის შედეგებზე იმსჯელეს და საგანგაშო ინფორმაცია მოგვაწოდეს - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მძიმე შედეგები თურმე არც ერთ ომს არ ჰქონია. 10 000 მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან - 700-მდე ბავშვი. აღარაფერს ვამბობთ ჯარისკაცებზე, განადგურებულ ქალაქებსა და სოფლებზე, გაღატაკებულ მოსახლეობაზე. უკრაინის მოსახლეობის 40%-ზე მეტი, ანუ, თითქმის ნახევარი, გადაუდებელ სოციალურ დახმარებას საჭიროებს. 

იმის ნაცვლად, რომ რიგი პოლიტიკოსები, დაპირებისამებრ, უკრაინის გამარჯვებას ზეიმობდნენ, დღეს გაერო ამ ომზე უმძიმეს ინფორმაციას გვაწვდის. 2 წლის განმავლობაში, ამერიკისა და ევროპის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიარდობით დოლარის მიუხედავად და რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული რამდენიმეჯერ სანქციების ფონზე, უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა და გაერო ომის შეწყვეტას მოითხოვს. 

შეწყდება თუ არა ომი უკრაინაში? ეს იქნება ახალი წლის ერთ-ერთი აქტუალური კითხვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2024 წელი დასავლეთის სახელმწიფოების  საარჩევნო წელია, ალბათ, ომის შეწყვეტის იმედი არ უნდა გვქონდეს. წაგებულ ომში დახარჯული საკუთარი ხალხის მილიარდებით არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ. რუსეთი კი აცხადებს, რომ ომი ფაქტობრივად ჯერ არ დაუწყია. 

რაც უფრო მძიმე შედეგებს გვაცნობენ უკრაინის შესახებ, მით უფრო მძაფრდება ქართველ ხალხში მშვიდობის ფასი და მით უფრო მეტად კარგავს ამომრჩეველს ხალხისგან ისედაც გაკოტრებული ოპოზიცია. დღეს, გაეროს სხდომაზე იმ საშინელი ინფორმაციის მოსმენისას, ალბათ ყველას თავში ერთი და იგივე ფიქრი ტრიალებდა - რას გადაარჩინა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა!" - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი