ედიშერ გვენეტაძე დანიის ელჩზე: ეტყობა არ უწყის ელჩის უფლება-მოვალეობანი! სახელდობრ ის, რომ მას უფლება არ აქვს შარლატანთა არცთუ უანგარო თხოვნის სანაცვლოდ საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 11 იანვარი 2024, 15:41

თანამედროვე მოღალატენი მიყრილ-ატუზულნი არიან დასავლეთის სხვადასხვა ელჩებთან კარებზე და მათ შესთხოვენ-შეჰღაღადებენ გაიღონ მათთვის მოწყალება და შერისხონ საქართველოზე უანგაროდ შეყვარებული მამულიშვილი და მოაცილონ მშობელ ხალხს! ჰოდა ნახულობენ ისეთებს, როგორიც მაგალითად ეს ქნი დანიის ელჩად წოდებული ბანოვანია! რომელმაც ეტყობა არ უწყის საერთოდ ელჩის უფლება-მოვალეობანი!“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე დანიის ელჩის განცხადებაზე, რომელმაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს ელჩმა არ იცის, რომ სუვერენული ქვეყნის შინა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.

„რასაც დღევანდელი ე.წ. გაუბედურებული ოპოზიცია აკეთებს ეს არახალია! ამას აკეთებდნენ საუკუნეთა მანძილზე საქართველოს მოღალატეები, რომლებიც დარბოდნენ რომის, ბიზანტიის, ირანის, არაბების, მონღოლების, ოსმალების, რუსების... მეფეთა და იმპერატორთა კარზე და ითხოვდნენ!

არიქა გვიშველეთ ჩამოაგდეთ, დასაჯეთ, დახოცეთ ქართული საქმის მკეთებელი ქართველი მამულიშვილები ხელისუფლებიდან, თორემ საქართველო სრულად გააქართველეს და ქვეყანა "თავის თავს ეყუდნოდეს" ისე აქციესო!
და მერე ღმუოდნენ:

ეს თუ ასე გაგრძელდა დიდებულნო ჯერ თქვენ რა გეშველებათ და მერე ჩვენო!
ამჯერად თანამედროვე მოღალატენი მიყრილ-ატუზულნი არიან დასავლეთის სხვადასხვა ელჩებთან კარებზე და მათ შესთხოვენ-შეჰღაღადებენ გაიღონ მათთვის მოწყალება და შერისხონ საქართველოზე უანგაროდ შეყვარებული მამულიშვილი და მოაცილონ მშობელ ხალხს!

ჰოდა ნახულობენ ისეთებს, როგორიც მაგალითად ეს ქნი დანიის ელჩად წოდებული ბანოვანია!
რომელმაც ეტყობა არ უწყის საერთოდ ელჩის უფლება-მოვალეობანი! სახელდობრ ის, რომ მას უფლება არა აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ შარლატანთა ალბათ არცთუ უანგარო თხოვნის სანაცვლოდ საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა, რომ არ უნდა მიაყენოს და სუვერენული ქვეყნის შინა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს!

და რაც მთავარია ალბათ არც ის უწყის, რომ დანიის საელჩომ საქართველოში მისი ამ გამონათქვამის შემდეგ ისეთი სიდამპლე გამოავლინა, რომ შმორის სუნი აუშვა, შმორის!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი