268
03 იანვარი 2024, 10:38
"მაშინ "თლა" არ გამოგვივიდა. ვერ მოვასწარით. ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ახალ 2014 წელს ჩვენი ოფიცრები, რომლებიც სააკაშვილმა 2008 წელს ოკუპანტის ზურგში ჩატოვა და ვინც ციმბირის ციხეებში 20-წლიან პატიმრობას იხდიდა "ჯაშუშობის" მუხლით, საქართველოში დაგვებრუნებინა.
2014 წლის იანვარში ჩავფრინდი მოსკოვში. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, რუსეთის ციხეებიდან სამშობლოში ჩვენი ოფიცრების დაბრუნების საკითხი დაიძრა მკვდარი და მივიწყებული წერტილიდან. ერთხელ ჩემმა ბაჩომ და დანიელმა მოკრძალებულად მკითხეს, ჩემი სუს-ში მოღვაწეობის პერიოდიდან რაზე შემიძლია მოვუყვე და რა მეამაყება...
ამ ბიჭების დაბრუნებაში მეამაყება ჩემი მოკრძალებული როლი. ჩემს მოყოლილზე ბაჩოს ცრემლიც არ დამავიწყდება არასდროს. პირველი "პარტია" - 2014 წლის იანვარი - სამი პირველი პატიმარი. მოსკოვის "ლეფორტოვოს" ციხეში წინასწარ ჩამოყვანილი პირველი სამი ქართველი ოფიცერი. ჰაერის ტემპერატურა - მინუს 31 გრადუსი ყინვა. "ვნუკოვოს" აეროპორტში მხვდებიან ადგილობრივი წარმომადგენლები...
სასტუმროში? - მეკითხებიან. შეიძლება მანანდე "ქრისტე მაცხოვრის ტაძარში" მივიდეთ? გაოცებულები მთამხდებიან. შევდივართ ტაძარში. ჩემთვის უცხო აქ რა უნდა იყოს...უკან დამდევს მოსკოველი "კოლეგა". უცებ მიახლოვდება და მეკითხება: "გარდაცვლილ მამაზე სად უნდა დავანთო სანთელი?" - მივიყვანე ჯვარცმასთან, დავანთებინე სანთელი, მადლობა გადამიხადა. მივხვდი, რომ უფლის წყალობით, მოწინააღმდეგის მოედანზეც პირველი უპირატესობა მოვიპოვე...
მეორე დღე - "ლეფორტოვო". ჩვენს ბიჭებს აცნობეს დილიდან, რომ დღეს "სადღაც" გადაიყვანდნენ. სამივეს ეგონა, რომ ФСБ-ში დამატებით დაკითხვაზე. КПП-სთან ვხვდები მე. ჩემს მიმართ გაუგებარი, უნდობლობით აღსავსე მზერა. მე - ქართული თეატრალური პაუზა და ტექსტი: "საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, დღეიდან თავისუფალი ადამიანები ბრძანდებით. და თუ სხვა რაიმე გეგმები არ გაქვთ - მაქსიმუმ ოთხ საათში, თბილისის შოთა რუსთაველის სახ. აეროპორტში ვიქნებით..."
ვაჟკაცების ცრემლი გინახავთ? ჩემი ცრემლი? ბევრი რამე არ გინახავთ! მთავარი პრობლება რა იყო იცით? ერთს ფეხსაცმელზე ზონარი არ ჰქონდა - თბილისში შევუძინე. სამივეს კი - პასპორტი არ ჰქონდა. სამივე უპასპორტოდ ავიყვანე "ვნუკოვოს" აეროპორტში ბორტზე. მანამდე კი მოსკოვის რესტორანში საუზმე მოვასწარით. რამ გამახსება? ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა - მათ მიერ გაუხმაურებელმა (ჯერჯერობით) სიქველემ. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |