ზურაბ ქადაგიძე: ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით, ხოლო მეორე მხარეს - უცხო ქვეყნის გავლენის ბენეფიციარები, პარაზიტები და ექსტრემისტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 30 დეკემბერი 2023, 16:36

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე. მისი თქმით, რა პროცესიც 2012 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, 2024 წლის არჩევნებზე ამას დააგვირგვინებს საქართველოს აგენტოკრატისგან გაწმენდის შედეგად.

„ახალი წელი, ახალი შემართებითა და დიდი გამარჯვებებით დაგვირგვინდება! 2024 წელს ყველა პოლიტიკანი, პარაზიტი და ექსტრემისტი უნდა გაიხვეტოს ქართული პოლიტიკიდან.

2012 წელს, როგორც დაიწყო ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საქართველოს გადარჩენა აგენტოკრატებისაგან და უცხო ქვეყნის ბენეფიციარებისაგან, ზუსტად ასე უნდა დასრულდეს პროცესი 2024 წელს.

გაისად იმაზე რთული არჩევნებია, ვიდრე ოდესმე. ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით, ხოლო მეორე მხარეს - უცხო ქვეყნის გავლენის ბენეფიციარები, პარაზიტები და ექსტრემისტები.

ასე რომ, 2024 წელს არჩევანი გამარტივებულია - ან წინსვლა და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივა, ანდა აგენტოკრატია!

დამდეგს გილოცავთ ყველას, ვისაც გაუხარდა და ვინც მზად არის, ბოლომდე უერთგულოს 2012 წლის მონაპოვარს, ხოლო ვისაც გეწყინათ, გაემზადეთ სრული დემონტაჟისთვის!" - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი