ნინო ფოჩხუა: თუ გვინდა ქვეყნის სტაბილურობა, პოლარიზაციის დასრულება, ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდების მოსვლა პოლიტიკაში, “ნაცმოძრაობამ” უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
543 27 დეკემბერი 2023, 12:46
თუ გვინდა ქვეყნის სტაბილურობა, პოლარიზაციის დასრულება, ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდების მოსვლა პოლიტიკაში, ნაცმოძრაობამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის.
ფოჩხუას თქმით, ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მსგავსი ქმედება. „სამართალი ურმით დადისო, ნათქვამია, მაგრამ აუცილებლად დადგება. არ დააფასა ნაციონალურმა მოძრაობამ კოჰაბიტაცია, არ ჩადგა ქვეყნის სამსახურში, ისევ იმ ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, რითაც მართავდა, აუბედურებდა ქვეყანას და საკუთარ ხალხს 2003 წლიდან, ამიტომ თუ გვინდა ქვეყნის სტაბილურობა, პოლარიზაციის დასრულება, ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდების მოსვლა პოლიტიკაში, ნაცმოძრაობამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე. ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მსგავსი ქმედება. რაც შეეხება "ხალხის ძალას," დარწმუნებული ვარ ეს ინიციატივაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მათი ჩართულობა ქვეყნის ომის აცილების საქმეში.“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი