ზურაბ ქადაგიძე: ბევრს აინტერესებს “ ხალხის ძალა”, როგორც პოლიტიკური აქტორი რას გეგმავს და ესეც პირველი საარჩევნო დაპირება - უნდა გავანეიტრალოთ კოლექტიური ნაც-მოძრაობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
355 27 დეკემბერი 2023, 12:09
"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნაცმოძრაობის" გასამართლების მოთხოვნის შესახებ.
ქადაგიძის თქმით, "ხალხის ძალის" პირველი წინასაარჩევნო დაპირება არის კოლექტიური ნაცმოძრაობის განეიტრალება და პოლიტიკური ექსტრემიზმის პოლიტიკის მიღმა გაყვანა.
"2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ. 2012 წლიდან მოყოლებული, ბევრჯერ ვიხილეთ ქვეყნის აყირავების მცდელობა რადიკალი პოლიტიკოსების მხრიდან და სანამ ქართული პოლიტიკის სტერილიზაცია არ მოხდება პარაზიტებისაგან და ექსტრემიზმის მიმდევარი სუბიექტებისაგან, სულ ტურბულენტობაში მოგვიწევს ცხოვრება. ბევრს აინტერესებს “ ხალხის ძალა”, როგორც პოლიტიკური აქტორი რას გეგმავს და ესეც პირველი საარჩევნო დაპირება - უნდა გავანეიტრალოთ კოლექტიური ნაც-მოძრაობა, სრულიად გავიყვანოთ პოლიტიკის მიღმა პოლიტიკური ექსტრემიზმი და მკაცრი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, ყველა მოღალატეობრივ აქტს, აქტორსა და მათ ნამოღვაწარს! უფრო მეტიც, ნაც-მოძრაობა უნდა აიკრძალოს, როგორც სუბიექტი, დამნაშავე პარტია! “არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!” - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი