თამარ ჩიბურდანიძე: როგორც აქამდე არ მივეცით გასაქანი რადიკალურ ოპოზიციას, არც ახლა მივცემთ საშუალებას, რომ ქართველი ხალხი მოატყუონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 22 დეკემბერი 2023, 18:32

ფაქტია, რომ ოპოზიცია მთლიანად განადგურებულია, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები წინასაარჩევნოდ კვლავ შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას.

„ოპოზიციურ ფლანგზე ვერვის ვერ ვხედავთ. მათი ერთადერთი შანსი, რომ გადარჩენილიყვნენ და 2024 წლის არჩევნებისთვის რაღაც ხმები მოეგროვებინათ, იყო ის, რომ საქართველოს სტატუსი არ მიეღო. მათ ეს ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ. მათ აჯობა ხელისუფლებამ, „ხალხის ძალამ“, საზოგადოებამ, ჭკვიანურმა, გონივრულმა პოლიტიკამ და ჩვენ დამსახურებულად მივიღეთ სტატუსი. აქედან გამომდინარე, მათ ალბათ იანვრიდან აქვთ გათვლები ახალ პოლიტიკურ თამაშებზე. ვიცით წინასწარ, რა თამაშსაც დაიწყებენ და, რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვძინავს. ფხიზლად ვართ და როგორც დღემდე, ეს ორი წელი, რადიკალურ ოპოზიციას გასაქანი არ მივეცით, რომ თავიანთი მცდარი, ტყუილზე, დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა ეწარმოებინათ და ქართველი ხალხი მოეტყუებინათ, ასევე, არ მივცემთ გასაქანს არც ერთი წამით, არც ერთი დღით და მათ არც ერთ დეზინფორმაციას არ ვაპატიებთ. ქართველ ხალხს მხოლოდ სიმართლეს მივაწვდით“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი