ზურაბ ქადაგიძე “ტვ პირველს”: დიდი ხანია, თქვენი ფავორიტი გახდა სალომე ან დიდი ხანია, რეზიდენტობიდან პრეზიდენტად აღიარეთ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 18 დეკემბერი 2023, 21:36
"ალოო, ჭუტა/ხაზარაძის ჯიბის კანტორა!
როგორ ხართ, არის მანდ ვინმე ჭკუათმყოფელი?! - ასე მიმართავს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია “ტვ პირველს”, რომლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “ირაკლი კობახიძე, რომელიც ლექცის ჩასატარებლადაც კი დაცვასთან ერთად გადაადგილდება, დღეს  ამბობდა, რომ "სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ.””


ქადაგიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ლიდერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი აქტორია, სალომე ზურაბიშვილი კი უფუნქციო თანამდებობის პირი.

“ალოო, ჭუტა/ხაზარაძის ჯიბის კანტორა!

როგორ ხართ, არის მანდ ვინმე ჭკუათმყოფელი?!

დიდი ხანია, თქვენი ფავორიტი გახდა სალომე ან დიდი ხანია, რეზიდენტობიდან პრეზიდენტად აღიარეთ?!

ფაქტი - კობახიძე უმრავლესობის ლიდერი, სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური პროცესების დირიჟორია და სალომე ზურაბიშვილი შარახვეტია, ნაიმპიჩმენტარალი, უფუნქციო თანამდებობის პირი, რომელსაც ფორმალურად ერთი წელი დარჩა მავნებლობის დრო და რამენაირად ყველა უნდა ეცადოს, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმაზე მეტი აღარ დააშავებინოს, რაც უკადრია…

პროტოკოლი-
კობახიძე პოლიტიკური აქტორია და ზურაბიშვილი, დემოკრატიის ანტურაჟი…

თუმცა თქვენ და რეალობა ისე ხართ, როგორც ღორი და მუზეუმი…

აქამდე, სალომე მარტო თხრიდა და ახლა, კარგი მაშველი უნახავს თქვენი სახით. მიდით მიაწექით და 2024-ში რასაც თქვენ, ჭუტა/ხაზარაძე და მთელი თქვენი კასტა დაიჭერთ სალომეს გაუყავით” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი