დავით ქართველიშვილი: საქართველოზე, ქართველებზე, ქართველ დედებზე, სარწმუნოებაზე, თითოეულ ჩვენგანზე ასეთი ზიზღით, სიძულვილით დაწერილი სტატია მე ჯერ არ შემხვედრია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 16 დეკემბერი 2023, 12:07

ამ საშინელი გამიზნული სიბილწის ავტორი, ჩემს ცხოვრებაში თუ ვინმე შემხვედრია, მათ შორის არის ყველაზე (ყოველგვარი „ერთ-ერთის“ გარეშე) უბინძურესი უსულო სხეულის პატრონი თენგიზ აბლოთია, - ასე ეხმაურება აზერბაიჯანულ გამოცემაში დაწერილ სტატიას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს სტატია დაწერილია საქართველოს, მისი ისტორიის, მისი სარწმუნოების, მამულისა და ენის მიწასთან გასწორების მიზნით.

„მე მაქსიმალურად ვერიდები ადამი-ანს შევეხო პირადად, ვინაიდან ყოველი ჩვენგანი უფლის ხატის მსგავსებად შეიქმნა. როდესაც არაადამიანური ცხოვრების გზით შეგნებული არჩევანით ესა თუ ის არსებად ქცეული თავად კარგავს საკუთარ თავში ამ ხატსა და მსგავსებას, და ახშობს სულსა შინა თვისსა ღვთაებრივი შთაგონების უკანასკნელ მექანიზმს, სინდისს, ესეც კი არ უნდა გახდეს ადამიანის განკითხვის საგანი, რამეთუ სამსჯავროზე ეს მხოლოდ ორის გარჩევის საკითხად იქცევა. ყოველი მესამე აქ ზედმეტია.

მაგრამ ჩათვალეთ, რომ გამიზნულად ვცოდავ. საქართველოზე, ქართველებზე, ქართველ დედებზე, სარწმუნოებაზე, თითოეულ ჩვენგანზე ასეთი ზიზღით, სიძულვილით დაწერილი სტატია მე ჯერ არ შემხვედრია. დაწერილია ყველაზე ავტორიტეტული აზერბაიჯანული გამომცემლობისთვის. დაწერილია მათი „ავტორის“ სტატუსით; დაწერილია საქართველოს, მისი ისტორიის, მისი სარწმუნოების, მამულისა და ენის მიწასთან გასწორების მიზნით; დაწერილია პოზიციიდან „დავითგარეჯა - აზერბაიჯანია“, არც გაიფიქროთ ამ მიმართულებით პროქართული ფიქრიც კი. ეს კოლექტიური „საზიზღრობა“, რასაც თქვენ, აზერბაიჯანელებო „საქართველოდ“ აღიქვამთ, თქვენი ფეხის ფრჩხილის ღირსიც კი არ არის. ამ საშინელი გამიზნული სიბილწის ავტორი, ჩემს ცხოვრებაში თუ ვინმე შემხვედრია, მათ შორის არის ყველაზე (ყოველგვარი „ერთ-ერთის“ გარეშე) უბინძურესი უსულო სხეულის პატრონი თენგიზ აბლოთია. ასეთები არ უნდა იბადებოდნენ, ხოლო გარდაცვალება მას ისედაც არ უწერია. როგორ უნდა გარდა-იცვალოს? ასეთები უბრალოდ კვდებიან...“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი