დიმიტრი ხუნდაძე: მმართველმა გუნდმა ურთულესი გზა გაიარა ამ წარმატების მისაღწევად იბრძოდა რეკომენდაციების შესასრულებლად, ომისა და რევოლუციის თავიდან ასაცილებლად და მოლოტოვის კოქტეილების ჩასაქრობად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 15 დეკემბერი 2023, 12:16

ბრძოლის ავანგარდში მოუწია ყოფნა "ხალხის ძალას". ჩვენთვის ეს რეალობა განსაკუთრებით რთული იყო. იმაზე რთული, ვიდრე 2012 წელი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი ულოცავს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს.

„ვულოცავ მთელ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ღირსეულად მიღებას. უკრაინას მშვიდობაში მოახმაროს მოლაპარაკებების გახსნა. წარმატებებს ვუსურვებ მოლდაველ ხალხს.

მსურს მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ლიდერებს გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის.
მადლობა საზოგადოებას მოთმინებისთვის, გონიერებისთვის და გამძლეობისთვის.

მმართველმა გუნდმა ურთულესი გზა გაიარა ამ წარმატების მისაღწევად. იბრძოდა რეკომენდაციების შესასრულებლად, ომისა და რევოლუციის თავიდან ასაცილებლად და მოლოტოვის კოქტეილების ჩასაქრობად. ოპოზიციას კი ერთი მიზანი ჰქონდა - ევროკავშირის პერსპექტივა ჩავარდნილიყო, არჩევნებში სასპეკულაციოდ გამოეყენებინა და ხელისუფლება ხელში ჩაეგდო, საზოგადოებას კი ცალ ფეხზე დგომას ურჩევდა.

ბრძოლის ავანგარდში მოუწია ყოფნა "ხალხის ძალას". ჩვენთვის ეს რეალობა განსაკუთრებით რთული იყო. იმაზე რთული, ვიდრე 2012 წელი. "ცალ ფეხზე დგომის" სურვილი, რომელიც ოპოზიციის სიმბოლოდ იქცა, ჩვენ გამოვააშკარავეთ და ქვეყნის ორ ფეხზე დგომისთვის უდიდესი შრომა ჩავდეთ. ჩვენ არ ვითხოვდით, ჩვენ დამსახურებულად მოვითხოვდით კანდიდატის სტატუსის მონიჭებას და მივიღეთ კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი