178
15 დეკემბერი 2023, 01:08
საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და სრულიად ქართველ ერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გამიხარდა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოლოცვების მიღება ევროპული საბჭოს მიერ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება”, - წერს ზელენსკი.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |