153
14 დეკემბერი 2023, 15:21
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უნგრეთის პრეზიდენტის განცხადებას: „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ყველას უყვარხართ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ნათლად ჩანს, ვინ ეხმარება ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში და ვინ - ხელს უშლის.
„ორბანის ეს განცხადება ხელისუფლების ძალისხმევისა და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.
რამდენიც არ უნდა იხტუნაოს ოპოზიციამ, ლანძღოს ორბანი, ერთი რეალობაა - უნგრეთმა განსაკუთრებული პარტნიორობა გაუწია საქართველოს!
ჰოდა, სანამ ორბანს პარტნიორობას დაუწუნებთ, ჯერ იმ ლიდერების განცხადებები გაიხსენეთ, ვინც ხან გეოპოლიტიკასა და ხან ევროპულ მისწრაფებებს უწუნებდა საქართველოს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |